პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ვერც შეპირებულ მაპი და ვერც ვიზალიბერალიზაცია მოუტანა, სამაგიეროდ მოგვიტანა ვანო მერაბიშვილის „პოლიტპატიმრობა“

14.06.16 22:00


„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება ხელისუფლებაში დარჩენის ღირსი არ არის.

ამის შესახებ ბურჯანაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართა.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ვერც შეპირებულ მაპი მოუტანა, ვერც შეპირებული ვიზალიბერალიზაცია, ოღონდ მოგვიტანა ვანო მერაბიშვილის „პოლიტპატიმრობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლება“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, იმედია რომ საქართველოს მოსახლეობა გონს მოვა და გამოფხიზლდება.

„ძვირფასო თანამოქალაქენო! ჩვენ რომ ვყოფილიყავით ხელისუფლებაში, ქვეყანას დღეს დანგრევის, დაშლის, ომის, არეულობის, და უსამართლობის საფრთხე ნამდვილად არ ექნებოდა. ჩვენ ნამდვილად შევქმნიდით სამართალს ქვეყანაში, ნამდვილად აღვადგენდით სამართალს და ნადვილად უზრუნველვყოფდით ქვეყნის სტაბილურ და ძლიერ განვითარებას. არჩევანი ახლა ნამდვილად საქართველოს მოსახლეობაზეა. მე ვთვლი, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ან „ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ქართულ ოცნებას“ ამ ყველაფრის შემდეგ მისცემს ხმას, უბრალოდ ან ბრიყვია, ან საკუთარი ქვეყნის ბედი ნამდვილად არ ანაღვლებს. ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ახლა უბრალოდ სახელდახელოდ შევიკრიბეთ, ეს ადამიანები აღმოჩდნენ ოფისში, თითოეული ამ ადამიანის უკან ასობით და ათასობით ადამიანია გამწარებული, ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის შექნილი მახინჯი და უსამართლო სისტემით. ბატონებო, მე ევროპელებსაც მიმვმართავ, ამერიკელებსაც და ამ ხელსუფლებასაც, ნუ აიძულებთ ამ გამწარებულ ადამიანებს, რომ თავად მოძებნონ სამართალი. ეს ნამდვილად არ იქნება კარგი და ჩვენ ამას თავად ვეწინააღმდეგებით და ველოდებით, რომ ოდესმე სახელმწიფო გამოიფხიზლებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მავნებლების და გონება შეზღუდულების გამოფხიზლება არ მოხდება, ამიტომ ერთადერთი გზა რჩება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, არჩევნებით მაინც შევცვალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები ძალიან მძიმედ და ძალიან ცუდად განვითარდება“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და მისი პატიმრობის აპელაცია დაუსაბუთებელი განჩინებით გამოვიდა.



წყარო : /www.newspress.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები