პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - სტრასბურგის გადაწყვეტილების არც ერთ ფრაზაში მინიშნებაც კი არ გვხვდება მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე

14.06.16 22:10


სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არცერთ ფრაზაში მინიშნებაც კი არ გვხვდება მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სასამართლომ ივანე მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ 2 ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და მითუმეტეს არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი. ამასთან კობახიძის თქმით, დღეს ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არაერთგზის გავრცელდა ცრუ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

”სტრასბურგის სასამართლომ დღეს გაავრცელა ოფიციალური გადაწყვეტილება რომლის სათაურში სიტყვა-სიტყვით არის აღნიშნული, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო როგორც კანონიერი ისე დასაბუთებული.

უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა.

სასამართლოს კითხვები არ აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით არ ცვლის ივანე მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას.

სასამართლომ ივანე მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ 2 ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და მითუმეტეს არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი.

”ნაციონალური მოძრაობის” განცხადება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს აზრით თითქოს ივანე მერაბიშვილი მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მიზნით იქნა დაპატიმრებული არის მტკნარი სიცრუე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა შეფასდა როგორც კანონიერი და დასაბუთებული. გადაწყვეტილების არცერთ ფრაზაში მინიშნებაც კი არ გვხვდება მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები