საზოგადოება

სოფელ ცაცხვში შუახნის მამაკაცს მატარებელელი დაეჯახა

31.07.17 19:30


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში შუახნის მამაკაცს თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი დაეჯახა.

როგორც „Sputnik საქართველოს“ ცაცხვის გამგებელმა ნონა ესებუამ განუცხადა, დაშავებული ადგილობრივი მკვიდრი რეზო ნარუშვილია, რომელიც ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები