საზოგადოება

რიკოთის საავტომობილო გვირაბი ღამით დაიკეტება

31.07.17 20:55


საერთაშორისო მნიშვნელობის რიკოთის საავტომობილო გვირაბი 1 აგვისტოს ღამით დაიკეტება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

რიკოთის გვირაბი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კილომეტრზეა განთავსებული. ის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს.

"გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SKADA) განახლების მიზნით, 2017 წლის 1 აგვისტოს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 05:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", — ნათქვამია განცხადებაში.

მძღოლებს შეუძლიათ შემოვლითი გზით ისარგებლონ, რომლის ორ მონაკვეთზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები