პოლიტიკა

ფიქრია ჩიხრაძე მერაბიშვილის შეწყალებაზე: პატიმარი არის პატიმარი!

15.06.16 15:30


„არც მარგველაშვილს და არც მისი გუნდის წევრებს პატიმრების შეწყალების დროს პირადიშეხედულებებით არასოდეს უხელმძღვანელიათ და არც ახლა, ვანო მერაბიშვილისშემთხვევაში აპირებენ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას."- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ სამაუწყებლო კომპანია გადაცემა „არჩევანში" განაცხადა.


„პრეზიდენტს და მის გუნდს ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. თქვენ რომ დამიწყოთლაპარაკი ვანო მერაბიშვილის უდანაშაულობაზე, მისი შინაგან სამქეთა მინისტრობისპერიოდში, ალბათ ყველას გაახსენდება, ჩემი არაერთი უმწვავესი განცხადება და გამოსვლამისი მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით. მე ხელისუფლებასთან ის პრეტენზიებიცმქონდა თავის დროზე, რომ როდესაც იმ მუხლებით მოხდა ბრალის წაყენება ვანომერაბიშვილისათვის, რა მუხლებითაც დღეს ის არის გასამართლებული და ნაწილიმუხლებით კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, დავა, ეს არ იყო ის მუხლები,რომელიც ქართული საზოგადოების პრეტენზიებს პასუხობდა ვანო მერაბიშვილისმინისტრობასთან დაკავშირებით.

არც ერთი წუთით, არც ერთი წამით, არც ჩემთვის, არც პრეზიდენტიმარგველაშვილისათვის, არც მისი გუნდის არც ერთი წარმომადგენლისათვის, არასოდესარ გვიხელმძღვანელია და არც ახლა ვაპირებთ ვიხელმძღვანელოთ ჩვენი პირადიშეხედულებებით, პატიმარი არის პატიმარი, ვინც არ უნდა იყოს ის. ამ პატიმრის უფლებებიყოველთვის უნდა იყოს დაცული. ეს პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტ მარგველაშვილს უკვეარჩევიდან ერთი თვის თავზე, იმიტომ რომ მაშინ მოხდა სწორედ ეს ინციდენტი, რომლისთაობაზეც სწორედ სტრასტბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია საუბარი და მაშინვეეს პოზიცია და ეს დამოკიდებულება ჰქონდა გიორგი მარგველაშვილს და დღესაც ესპოზიცია და ეს დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ. ჩვენ ამ წუთში არ ვმსჯელობთ რა თქმა უნდავანო მერაბიშვილის დანაშაულობასა ან უდანაშაულობაზე. ჩვენ ამ წუთში ვმსჯელობთიმაზე, რომ შესაბამისი ორგანოები - პროკურატურა, სასამართლო და პოლიტიკური გუნდიმოიქცა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, როდესაც მათ თვალი დაუხუჭეს ისეთდარღვევებს, რომელიც იქნა დაშვებული მთელ ამ პროცესში და რომელსაც აუცილებლადმოჰყვებოდა ძალიან მძაფრი საერთაშორისო რეაქცია," -აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.



წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები