საზოგადოება

ქართველი მეცნიერები დიდ ბრიტანეთში კვლევების ჩასატარებლად მიემგზავრებიან

01.08.17 16:30


ქართველი მეცნიერები ილია უნივერსიტეტიდან – კონსტანტინე ერისთავი და ბექა კობახიძე, რომლებმაც 2017 წლის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს, კვლევითი მივლინებით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან, აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მეცნიერების მივლინება შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის "საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების" ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მივლინება 12 თვეს გასტანს.


მეცნიერები კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტში მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობით განახორციელებენ. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლაში და რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში განხორციელდება.

კონკურსი შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა, ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გამოცხადდა. კონკურსის მიზანია საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე;

ასევე, ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ — ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები