საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა

03.08.17 16:15


ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელი მიზან ლომია ავრცელებს.

„დაღუპულები არიან სანკტ-პეტერბურგის ორი მცხოვრები – ელენა პოლიაკოვა და ელენა ტიმოფეევა“, – განაცხადა ლომიამ.

რუსი ტურისტები დღეს დილით იპოვეს.შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფეთქება გუდაუთის რაიონში, სოფელ პრიმორსკთან მდებარე იარაღის საწყობში მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები