საზოგადოება

ირკუტსკში ქართული საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

03.08.17 22:20


ირკუტსკში ქართული საინფორმაციო ცენტრი "Georgia Bureau" გაიხსნა, რომელიც სპეციალურად იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებსაც აინტერესებთ საქართველო იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ირკსიბი".

ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ "Georgia Bureau"-ის მიზანია — რუსეთსა და საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის ხიდის განმტკიცება და ის ირკუტსკის მაცხოვრებლებს საქართველოს აღმოჩენაში დაეხმარება.

"ყველა წამოჭრილ კითხვასთან დაკავშირებით — პირადი მოგზაურობა, ულამაზეს მთებში ნამდვილი ქართული ქორწილი, ციმბირისა და საქართველოს მხატვრების შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი საწარმოს ან ქართული პროდუქციის დისტრიბუციის გახსნა — ადამიანებს შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ ყველა საჭირო ინფორმაციას მივაწოდებთ. აგრეთვე ჩაფიქრებული გეგმების რეალიზაციაში დავეხმარებით", — ციტირებს "ირკსიბი" პროექტის ხელმძღვანელის ლუბოვ ბროდაჩის სიტყვებს.

უახლოეს მომავალში იგეგმება ვებ-გვერდის შექმნა, სადაც განთავსდება საქართველოსთან დაკავშირებული უამრავი საინტერესო ინფორმაცია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები