საზოგადოება

მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

03.08.17 22:30


მომდევნო დღეების განმავლობაში, თბილისში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, თბილისში 4, 5 და 6 აგვისტოს ტემპერატურა დღისით +37 , +38 გრადუსი იქნება. ღამე კი +23, +23, +24 გრადუსია ნავარაუდევი.

მომდევნო სამი დღის განმავლობაში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

დასავლეთ საქართველოში 4-6 აგვისტოს ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით +28 +33, კოლხეთის დაბლობზე +38 +40 გრადუსი, ღამით კი, +20 +25 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დღისით +34 +39, ღამით კი +19 +24 გრადუსი იქნება.

დედაქალაქში მომდევნო სამი დღე უნალექოდ ჩაივლის.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები