საზოგადოება

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილეებისთვის სპორტული ღონისძიებები გაიმართა

07.08.17 21:15


მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის IV მექანიზებული და I საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა. სპორტული აქტივობების მიზანს სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების დაახლოება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა წარმოადგენდა.

შეჯიბრებები ფრენბურთში, მინიფეხბურთში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაქაჩვაში ჩატარდა.

გუნდები სწავლებაში ჩართული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებით იყო დაკომპლექტებული.

ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იმყოფებოდნენ. დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა გუნდის კაპიტანის, მაიორ ბესარიონ ღუდუშაურის ხელმძღვანელობით, მჯდომარე ფრენბურთში იასპარეზეს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები