საზოგადოება

ქართველი მოჭიდავე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახდა

07.08.17 22:00


ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე (-120 კგ) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რომელიც ფინეთის ქალაქ ტამპერეში დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვებ-გვერდზე.


ფინალურ ორთაბრძოლაში პატარიძემ ანგარიშით 6:2 ყირგიზი კიმ რომანოვი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენისთვის ეს წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მეხუთე ტიტულია.

ამასთან, პატარიძის ოქროს მედალი ერთადერთი აღმოჩნდა, რომლის მოპოვებაც ქართველმა სპორტსმენებმა ფინეთში შეძლეს. რასაკვირველია, ასეთი შედეგით საქართველოს ნაკრებმა საერთოგუნდურ ჩათვლაში ლიდერთა სამეულში მოხვედრა ვერ შეძლო, რომლის გამარჯვებულიც ირანის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე რუსეთის ნაკრები გავიდა, მესამეზე კი თურქეთის ნაკრები.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები