საზოგადოება

ხანძარი თბილისის ზოოპარკში: დაიწვა ძველი ატრაქციონი

08.08.17 13:40


თბილისის ზოოპარკში ძველ ატრაქციონს ხის დიდი ტოტი დაეცა, რამაც მოკლე ჩართვა და ხანძარი გამოიწვია, განუცხადა Sputnik-საქართველოს ზოოპარკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ.

ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები.

წინასწარი ინფორმაციით, აალება მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ამ დროისათვის მაშველები იმ ხეს ჭრიან, რომელიც ცეცხლის გაჩენის მიზეზი გახდა.

ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს!



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები