საზოგადოება

MAN-ის ავტობუსები ვარკეთილისა და მოსკოვის გამზირის მიმართულებითაც იმოძრავებენ

08.08.17 22:05


დღეიდან №39 ავტობუსის მგზავრებს ახალი, MAN-ის კომფორტული, CNG ძრავაზე მომუშავე, ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურებიან.

№39 მარშრუტზე ავტობუსები ვარკეთილის IV მ/რ -დან მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2017 წელს ავტოპარკის განახლების ფარგლებში შეისყიდა 143 ახალი დიდი მოცულობის MAN-ის ავტობუსები, რომელთა მომსახურებისა და ტექნიკური გამართვისთვის აშენდა უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი ავტობაზა. ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ № 9, 14, 21, 24, 37, 51, 61, 87, 88 და 140 მარშრუტებზე.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები