საზოგადოება

დღეს, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს დაკრძალვის ცერემონია გაიმართება

10.08.17 15:10


დღეს, ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი ქ. ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან დაიწყება (მისამართი: რუსთაველის ქ. N1; ქალაქის ცენტრი, გამგეობის მოპირდაპირე მხარე).

ეკლესიიდან გამოსვენება - 15:00 საათზე, დაკრძალვა - ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები