საზოგადოება

სიცხე თბილისში: ქუჩებს დღეში ორჯერ რეცხავენ

10.08.17 18:20


ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო თბილისში გზის მორეცხვითი სამუშაოები დღეში ორჯერ — შუადღის და საღამოს საათებში ხორციელდება, ნათქვამია შპს "თბილსერვის ჯგუფის" განცხადებაში.

დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა ბოლო რამდენიმე დღეა 35-40 გრადუსს აღწევს.

„გეგმის თანახმად, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დედაქალაქის ათივე რაიონში გზის მორეცხვითი სამუშაოები მაისის თვიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღიურ რეჟიში მიმდინარეობს", — აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა. კომპანიის საქმიანობის სფერო ქალაქის დასუფთავებაა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები