საზოგადოება

სპეციალისტები მთაწმინდაზე გადამწვარ ტერიტორიას სწავლობენ

10.08.17 21:15


სპეციალისტები მთაწმინდაზე გაჩენილი ცეცხლის შედეგებს სწავლობენ, განაცხადა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გოგა წერეთელმა.

მთაწმინდაზე ხანძარი სამშაბათს, ღამით ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზაციაში 10-მდე სახანძრო ბრიგადა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.

„ჩვენი სპეციალისტები ტერიტორიისა დათვალიერებას და აღრიცხვას აწარმოებენ. პირველადი მონაცემებით, ცეცხლი, ძირითადად, ბუჩქებსა და ბალახს მოედო. ტერიტორიის აღრიცხვა მთელი დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც გაირკვევა, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

შევიმუშავებთ გეგმას და მივიღებთ შესაბამის ზომებს“, — განაცხადა წერეთელმა.

მთაწმინდაზე მდებარეობს თბილისის ტელეანძა, ქალაქში ატრაქციონების ყველაზე დიდი პარკი, ფუნიკულიორი და ცნობილი რესტორანი „ფუნიკულიორი“. მთაწმინდის ფერდობზეა ასევე მამა დავითის ეკლესია და მთაწმინდის პანთეონი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები