საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოტოციკლისტს მანქანა დაეჯახა

10.08.17 22:05


მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მინივენი და მოტოციკლი შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანებები მიიღო მოტოციკლისტმა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მცირეოდენი საავტომობილო შეფერხებაა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები