საზოგადოება

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ველობილიკები მოეწყობა

04.05.16 20:35


ველობილიკები თბილისში 2016 წლის ბოლომდე გაკეთდება, განაცხადა კომპანია „სმუვის“ წარმომადგენელმა გიორგი ქიშმარიამ.

პირველ ეტაპზე ბილიკები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე —მელიქიშვილზე, პუშკინზე, რუსთაველის, ვაჟა–ფშაველას, გამსახურდიას, ყაზბეგის პროსპექტებსა და თავისუფლების მოედანზე მოეწყობა, შემდეგ ეტაპზე კი უკვე აღმაშენებლის პროსპექტიდან საარბრიუკენის მოედნამდე (ვორონცოვის მოედანი) გაგრძელდება.

მისი თქმით, სპეციალისტებმა შეისწავლეს თბილისის სტრუქტურა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მიუხედავად მთიანი რელიეფისა, ქალაქის ძირითადი ნაწილი ვარგისია ამ პროექტის განხორციელებისთვის. ხოლო ქალაქის მშრალი და თბილი კლიმატის გათვალისწინებით, აქ მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ველოსიპედით სიარული.
„პროექტი გათვლილია არა მხოლო ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე, არამედ ქალაქის განტვირთვაზეც… პროექტმა ეტაპობრივად უნდა გადაჭრას პარკინგისა და საცობების პრობლემა. ამას გარდა, აღნიშნული სისტემა განსაკუთრებით მომგებიანია ტურისტებისთვის“, — ხაზი გაუსვა ქიშმარიამ.

კომპანია თბილისის მერიასთან კონსულტაციებს გეგმავს, რის შემდეგაც გადაწყდება, როდის დაიწყება სამუშაოები.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 37


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები