საზოგადოება

საქართველოში 300 შეკვრა დაფასოებული „ბიო" ნარკოტიკი ამოიღეს

15.08.17 19:40


საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა რუსთავში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას 294 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე. წ. ბიო ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა", რაც სასჯელის სახით ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ბიო" ნარკოტიკებთან ბრძოლა ქართველი სამართალდამცავი ორგანოებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა. ახალი სახის ნარკოტიკის მოხმარებამ საქართველოში პიკს 2014 წელს მიაღწია.

შსს-ს სტატისტიკით, „ბიო" ნარკოტიკის წინააღმდეგ კამპანიის დაწყებიდან (2014 წლის მარტი) მისი მოხმარება 90%-მდე შემცირდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები