საზოგადოება

კახეთში პირველად ჩატარდება ჩემპიონატი პარკურში

15.08.17 21:55


კახეთი პირველად უმასპინძლებს პარკურში საქართველოს ჩემპიონატს Georgian Refresh parkour challenge 2017. შეჯიბრება ლაგოდეხის ცენტრში 26-27 აგვისტოს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 12 წელს ზემოთ 30-მდე კონკურსანტი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ გამოცდილი ტრეისერები (პარკურით დაკავებული ადამიანები) შეაფასებენ.

პარკურში ჩემპიონატის ორგანიზების იდეა ადგილობრივ ახალგაზრდობას ეკუთვნის.

ღონისძიების მიზანია პარკურის პოპულარიზება, მისი განვითარების მხარდაჭერა და ფესტივალის ყოველწლიურად ჩატარების დამკვიდრება.

ჩემპიონატი ჩატარდება ლაგოდეხის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და ქართული ორგანიზაცია Georgian flying steps-ის ორგანიზებით.

ორგანიზატორები წელს ჩემპიონატს უძღვნიან 16 წლის ტრეისერ ცოტნე ცქიტიშვილს, რომელიც ამ ზაფხულს თბილისის ზღვაზე დაიღუპა.

პარკური — ეს არის დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვისა და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი ძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთან, ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები