საზოგადოება

მაშველები ზღვაში გაუჩინარებულ ტურისტს ეძებენ

17.08.17 15:30


მაშველები ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რუსეთში ცხოვრობს და ეროვნებით სომეხია. იგი აჭარაში ისვენებდა.

მამაკაცი გუშინ, დღის მეორე ნახევარში ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები და სამართალდამცავები არიან ჩართული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები