საზოგადოება

სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

17.08.17 17:10


გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თ.ჩ. დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მდებარე ა.ა.- ს საცხოვრებელ სახლში, თ.ჩ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნის გამოყენებით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა ა.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ. ჩ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2016 წლის 19 დეკემბერს ქ. ფოთში დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

გორის რაიონულმა სასამართლომ თ.ჩ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები