საზოგადოება

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - შსს-ს განცხადება

17.08.17 19:25


მკვლელობა ჭონქაძეზე - შსს-მ გუშინ მტაწმინდაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც დაკავებულია 1983 წელს დაბადებული მ.ი:

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, ნაცნობს - 1973 წელს დაბადებულ ი.ძ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით)“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს 17:00 საათისთვის თბილისში, ჭონქაძის ქუცაზე 47 წლის კახა ძნელაძე მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, მკვლელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, გასროლის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები