საზოგადოება

ბორჯომის ტყე ცეცხლში: დამწვარია უკვე 5 ჰექტარზე მეტი

21.08.17 15:10


ხანძარმა ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში, სოფელ დაბასთან ახლოს, უკვე გაანადგურა ტყის 5 ჰექტარზე მეტი, მეხანძრეები განაგრძობენ მუშაობას, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხანძარი 20 აგვისტოს დღისით დაიწყო. ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლის სწრაფი გავრცელების მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. დაბნელებამდე ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი მონაწილეობდა. მთელი ღამე მეხანძრეების გზას წმენდნენ, რომ ადგილზე სპეცტექნიკა მისულიყო.


ამჟამად ადგილზე 200-მდე მეხანძრე მუშაობს, ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა, რომ მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას დღის მეორე ნახევარში ვარაუდობენ.


ბორჯომში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე ტყის მასივის ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. ამ ტერიტორიაზე ბოლო წლებში დამწვარი ტყის მასივის აღდგენის სამუშაოები წარმოებდა.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქონების დაზიანების მუხლით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები