საზოგადოება

ოდესასა და ბათუმს საერთაშორისო ფოტოფესტივალი დააკავშირებს

23.08.17 22:05


საერთაშორისო ფესტივალი "ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები" (Odessa // Batumi Photo Days) ბათუმში 7-10 სექტემბერს მესამედ გაიმართება. ფესტივალის თემაა "დღეს/ხვალ".

წელს ფესტივალის ორგანიზატორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რას წარმოადგენს ფოტოგრაფია და რა სახის გავლენებს განიცდის დღეს? როგორ განისაზღვრება ფოტოგრაფია უკანასკნელი დეკადების მიხედვით? როგორ ზემოქმედებს თანამედროვე ტექნოლოგიები ფოტოგრაფიაზე და რა ადგილს იკავებს ის თანამედროვე საზოგადოებაში?

ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასევე კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას.


"აუცილებელია არა მხოლოდ გავიცნოთ მთავარი ფოტოგრაფიული სკოლების განვითარების პროცესი, არამედ გავიაზროთ თავისებური ლოგიკა და სახელოვნებო ენა თანამედროვე ესთეტიკისა, ურთიერთქმედების პრინციპები დოკუმენტური ფოტოგრაფიის კონტექსტში", — აღნიშნულია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფების ნამუშევრები საქართველოდან, კანადიდან, ინდოეთიდან, აშშ-იდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან.

ოთხი დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში (Contemporary Art Space) ეწვიონ შვიდ საერთაშორისო ფოტოგამოფენას, სამ ღამის ჩვენებასა და მუსიკალურ ფერფორმანსებს.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

პროექტი ხორციელდება უკრაინასა და საქართველოში — ორ დაძმობილებულ ქალაქში — ბათუმსა და ოდესაში. პირველი ეტაპი 2017 წლის აპრილში ოდესაში გაიმართა.

ფესტივალის მთავარი კურატორი წელს არის კევინ ლი სინგაპურიდან — ფოტოგრაფი და აზიელი ფოტოგრაფების საზოგადოების Invisible Asia Photographer დამფუძნებელი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები