საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად დღევანდელი დღის სამოქმედო გეგმა დასახა

24.08.17 14:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის ბოლოსთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ სტიქია მძვინვარებს.

მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები. დაიგეგმა დღევანდელი დღის სამოქმედო გეგმა. დილიდან სტიქიასთან ბრძოლას 6 ვერტმფრენი ისევ გააგრძელებს. მუშაობას ღამის მანძილზეც არ შეწყვეტს მძიმე ტექნიკა.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/


წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები