საზოგადოება

„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“ - გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე

24.08.17 14:30

სტიქია ბორჯომის ხეობაში - ხანძრის დაქრობითი სამუშაოები და ღამით მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჯამებს. პრემიერის თქმით, ღამით მოხდა სამკილომეტრამდე გზის გაყვანა, ცეცხლის კერები კი გამიჯნულია ჯანსაღი ტყის მასივისგან:

„წუხელ იყო ძალიან რთული ღამე, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, წუხანდელი ღამის განმავლობაში გაჭრილია ტყეში დაახლოებით სამკილომეტრამდე ახალი გზა, მოხდა აქტიური გამიჯვნა ჯანმრთელი ტყისგან, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები არის შემოსაზღვრული, ახლა მუშოაბს 6 ვერტმგფრენი, მუშაობს 1500 ცოცხალი ძალა, გასული არიან აქტიური ცეცხლის ზონაში, დღის განმავლობაში გაგრძელდება კერებზე ავიაციით და ცოცხალი ძალით დამუშავება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

წყარო : /www.newposts.ge/


წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები