საზოგადოება

აქცია ზუგდიდში - გარემოვაჭრეები მერიისკენ მიემართებიან

24.08.17 15:00

ამ წუთებში ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ . როგორც ნიუპოსტის კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, ისინი ზუგდიდის მერიისკენ მიემართებიან.

ისინი, გვიან ღამით დახლების დემონტაჟს აპროტესტებენ.

გარემოვაჭრეებმა აქცია ბაზართან დაიწყეს, ახლა კი მერიისკენ გადაინაცვლეს.

გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი ზუგდიდის ზედამხედველობის სამსახურმა გუშინ განახორციელა. სამსახურის წარმოამდგენლების თქმით, ისინი ამის შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ, თუმცა არ დაემორჩილნენ.

როგორც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ადგილზე, რომელიც გრემოვაჭრეებს აქვთ დაკავებული, წყალი უნდა გაიყვანონ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი სამუშაოს განხორციელების საშუალება არ ეძლევა.

რაც შეეხებათ გარემოვაჭრეებს, მათი თქმით, სასექტემბროდ საქონელი აქვთ აღებული და ადგილების დათმობას არ აპირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის მიუღებელია ის ალტერნატიული ფართიც, რომელსაც მოვაჭრეებს მერია სთავაზობს.

წყარო : /www.newposts.ge/


წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები