საზოგადოება

მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 9 მოქალაქე გადაარჩინეს

24.08.17 15:30


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 9 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქეა.

მაშველებმა ურეკში, ოპერატიული რეაგირების შედეგად, ზღვიდან 4 პირი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.
წარმატებით დასრულდა სამაშველო ოპერაცია ბათუმში, სადაც მაშველებმა უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე გადაარჩინეს.
მაშველებმა ზღვიდან ნაპირზე, ასევე, უვნებლად გამოიყვანეს: ქობულეთში – 2, ფოთში –1 და ანაკლიაშიც – 1 მოქალაქე.
ურეკის სანაპირო ზოლზე დაკარგული 2 ბავშვი შსს-ს მაშველებმა მშობლებს დაუბრუნეს.

წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები