საზოგადოება

საქართველოში, ბოლო ერთ კვირაში ხანძრის 366 შეტყობინება დაფიქსირდა

24.08.17 16:00


საქართველოში 16-დან 23 აგვისტომდე ხანძრის 366 შეტყობინება დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი Global Forest Watch-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ონლაინმონაცემების მიხედვით, 279 შეტყობინება სამცხე-ჯავახეთიდან ფიქსირდება, 51 კახეთიდან, 16 შიდა ქართლიდან, 7 ქვემო ქართლიდან, 6 მცხეთა-მთიანეთიდან, 5 იმერეთიდან, 2 კი ოკუპირებული აფხაზეთიდან.

2017 წელს საიტზე სულ ხანძრის 692 შეტყობინება დაფიქსირდა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ 616 შემთხვევაზე მეტია, თუმცა 2015 წელს დაფიქსრებულ 822 ფაქტზე ნაკლებია.

პირველი არხის ცნობით, საიტზე ბოლო ერთ კვირაში სომხეთიდან ხანძრის 40 შეტყობინება იძებნება, აზერბაიჯანიდან 281, თურქეთიდან 1724, რუსეთიდან კი 59 663.

წყარო: /www.ghn.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები