საზოგადოება

17 სექტემბერს ბათუმის კინოფესტივალი გაიხსნება

24.08.17 16:30


ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა 2017 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის ფილმების შერჩევა დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

2017 წლის 17-24 სექტემბერს ბათუმის კინოფესტივალი ტარდება . ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:
1. პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, ირანი, 2017, 117 წთ.
2. ჩიტები მღერიან კიგალიში, იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი, 2017, 113 წთ.
3. Claire Obscure, იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016, 100 წთ.
4. დედე, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ.
5. ნაზი არსება, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ.
6. როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი მოხუცებულთა თავშესაფარში, ალექსადნრე ჰანტი, რუსეთი, 2017, 90 წთ.
7. იუპიტერის მთვარე, კორნელ მუნდრუზო, უნგრეთი/გერმანია, 2017, 123 წთ.
8. მეტი, ონურ საილაკ, თურქეთი, 2017, 115 წთ.
9. წვეულება, სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ.
10. აფრენა, ეჰსან აბდიპოური, ირანი, 2017

მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციები - საუკეთესი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ირანელი კინორეჟისორი - მოჰსენ მახმალბაფი.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი:

1. აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ.
2. ბურმის მოთხრობების კრებული, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ.
3. აჩრდილების ქალაქი, მეთიუ ჰეინმან, აშშ, 2017, 90 წთ.
4. მზის ქალაქი, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ.
5. დიქსი ლენდი, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016, 60 წთ.
6. თავისუფლების დღე, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.
7. ჩემი გარეუბნის ისტორია, იუნუს კურკუტ, თურქეთი, 2017
8. ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ალბანეთი/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.
9. ცოცხლად დარჩენის მეთოდი, არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ.

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციები - საუკეთესი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი - ალექსანდრე რეხვიაშვილი.

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები - კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე
კინოფესტივალზე დასწრება - კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა - ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.
კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) - სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით - http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის სპონსორები - საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”
კინოფესტივალის მხარდამჭერები - კინოთეატრი „აპოლო“, British Council, Goethe Institute Georgia, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“
კინოფესტივალის მედია პარტნიორები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები - newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - [email protected], პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ - [email protected]; ტელ: 599-482181б 597-998272

წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები