საზოგადოება

გიორგი მღებრიშვილი - ხანძრის ახალი კერები არ გვაქვს

24.08.17 20:15


ხანძრის ახალი კერები არ გვაქვს და ამჟამად მიმდინარეობს ძველი კერების ლოკალიზება, რომელთა ჩაქრობაც ბოლომდე ვერ მოხდა, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო შტაბთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამუშაოში ჩაერთო დამატებით 300-მდე ცოცხალი ძალა.

”ტრადიციულად, დღის მეორე ნახევარში ქარი ართულებს სამუშაოებს, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიურად ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე დაემატა 300-მდე ცოცხალი ძალა. ყველაზე პრობლემული ამჯერად კვლავ სოფელ დაბასთან ვითარებაა. აქ მთის ფერდობზე, პრაქტიკულად, ლოკალიზებული იყო ცეცხლი, თუმცა ის ქარმა გააღვივა. ახალ კერებს რაც შეეხება, ისინი მონიშნული არ გვაქვს იმიტომ, რომ არ არსებობს, თუმცა ძველ კერებზე ვმუშაობთ, რომლებზეც ვერ მოხდა ჯერ ხანძრის ლოკალიზება”, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამად შტაბში საქართველოს პატრიარქს ელოდებიან, რომელიც მეხანძრე-მაშველებს და სახანძრო სამუშაოებში ჩართულ პირებს დალოცავს.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები