საზოგადოება
24.08.17 20:30
თელავში დღეს, „რთველი 2017“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და რევაზ ასათიანი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა.
„მეღვინეობის დარგის არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, 2017 წლის რთველზე, კახეთის რეგიონში, ღვინის გადამუშავების ნაწილში, ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს. ბოლო წლებში ღვინის სტაბილურად მზარდი ექსპორტი კერძო სექტორის მხრიდან ყურძნის შესყიდვით დაინტერესებას ზრდის. წელს, მევენახეებს არ შეექმნებათ ყურძნის ჩაბარების პრობლემა“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.
რთველი 2017 საკოორდინაციო შტაბის წევრები არიან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და ადგილობრივი (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) ხელისუფლების წარმომადგენლები.
შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ხელმძღვანელობს. მისი ინფორმაციით, „2017 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ მთავრობის განკარგულებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.
როგორც სამანიშვილმა აღნიშნა, 2017 წლის რთველის ფარგლებში, ყურძენს 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს და 10 ღვინის კომპანია უკვე დარეგისტრირდა რთველის საკოორდინაციო შტაბში.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა „2017 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ის პროცედურები და აქტივობები განიხილეს, რომლებმაც რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვა უნდა უზრუნველყოს. ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცხელი ხაზი - 1501. რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე: www.georgianwine.gov.ge და www.rtveli2017.gov.ge.
დღესვე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის რეგიონის სოფლების რწმუნებულებს შეხვდნენ და რთველთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ რთველი, გასული წლების მსგავსად, წელსაც ორგანიზებულად და წარმატებით ჩაივლის და არც ერთ მევენახეს არ შეექმნება ყურძნის რეალიზაციის პრობლემა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს ექსპორტირებული იყო 49,84 მლნ ბოთლი, ზრდამ წინა წელთან შედარებით 38% შეადგინა; 2017 წლის იანვარ-ივლისში - 38,3 მლნ ბოთლი, რაც 60%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე (2012 წელს – 23 მლნ, 2013 წელს - 46,8 მლნ, 2014 წელს - 60 მლნ, 2015 წელს - 36 მლნ).
მათივე ცნობით, შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დაფინანსებულია და დამატებით ფუნქციონირებს 23 ახალი საწარმო (ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება), გაფართოებულია 48 საწარმო (ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება).
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24