საზოგადოება

საქართველოს კონსტიტუციის დღე „მყინვარწვერზე

24.08.17 21:15


საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „აისი“ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ლაშქრობა მოაწყო, მწვერვალი,,მყინვარწვერი“ დალაშქრა, მწვერვალზე საქართველოს დროშა აღმართა და საქართველოს მოსახლეობას მწვერვალიდან მიულოცა კონსტიტუციის დღე, — იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ზუსტად 22 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი კონსტიტუციის ტექსტი დაამტკიცა. 1991 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციის დედანი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინახება.
როგორც ცნობილია, ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო, საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი მიღება აღარ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ერთობლივად მიიღეს.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები