საზოგადოება

საჯარო და კერძო სკოლებისთვის უფასო ელექტრონული ჟურნალი შეიქმნა

24.08.17 21:30


საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში, შეიქმნა უფასო ელექტრონული ჟურნალი საჯარო და კერძო სკოლებისთვის:
"განათლება განვითარების საწინდარია, ამიტომ იგი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. განათლების სისტემის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური სკოლაა, ამიტომ აუცილებელია განათლების საწყისი ეტაპებიდანვე ხდებოდეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.

სკოლაში მიმდინარე პროცესებში მშობელთა ჩართულობა აუცილებელ პირობას წარმოადგენს. კვლევების თანახმად მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო პროცესზე და მის შედეგებზე. ის მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და უკეთესი შედეგებით. ამავე დროს უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. თუმცა თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე მშობლებს დროის სიმცირის გამო არ აქვთ საშუალება სათანადოდ იყვნენ ჩართულნი სასკოლო პროცესებში.

საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში, შეიქმნა უფასო ელექტრონული ჟურნალი საჯარო და კერძო სკოლებისთვის ejournal.ge, რომელიც სკოლებს უმარტივებს: სასწავლო პროცესის ელექტრონულად მართვას, საგანმანათლებლო მიმდინარეობის მონიტორინგს და ზრდის მშობელთა ჩართულობას. მშობელს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნოს შვილის სკოლაში დასწრებას, ნიშნებს, საკლასო და საშინაო დავალებებს, მასწავლებლის კომენტარებსა და განმავითარებელ შეფასებებს.

უპრეცენდენტო პროექტის ფარგლებში, ყველა საჯარო და კერძო სკოლებს შესაძლებლობა ეძლევათ უფასოდ ისარგებლონ ელექტრონული ჟურნალით და თვალი ადევნონ მომავალი თაობის პროგრესს."- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები