საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილი - პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში და არავის საფრთხე არ ემუქრება

25.08.17 14:00


პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში და არავის საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბთან ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ- მინისტრმა წუხანდელი ღამის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ წუხელ რამდენიმე ზონაში იყო გართულება, რომლის თავიდან აცილება წარმატებით მოხდა.

„მოსახლეობას საფრთხეს ვაშორებთ. წუხელ საღამოს, ერთ-ერთ ზონაში საკმაოდ გართულებული მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით საფრთხის აცილება. პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში და არავის საფრთხე არ ემუქრება. ვფიქრობთ, რომ ამ დაგეგმარებით გავაგრძელებთ ხვალაც მუშაობას და მერე უკვე გადავალთ ცეცხლის ჩაქრობის საბოლოო ეტაპზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე ცოცხალი ძალა ორად არის გაყოფილი. პრემიერის ინფორმაციით, ერთი ჯგუფი იმუშავებს წაღვერის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე განთავსდება საჯარისო ნაწილები.

"წაღვერის მონაკვეთზე განთავსებული ჯგუფი იქნება ის ცოცხალი ძალა, რომელიც აქამდე მუშაობდა ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენ ზონებზე განთავსდებიან საჯარისო ნაწილები", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები