საზოგადოება

ბათუმში ხელოვნების ფესტივალი Batumi ArtFest ARGANI ტარდება

25.08.17 15:30


ექვსი მაისის პარკში, დღეს სტარტს აიღებს Art-Handmade ფესტივალი ARGANI. ფესტივალი წლევანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკვე მეორედ ტარდება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, შაბათ-კვირას ბათუმი გადაიქცევა შემოქმედების ცენტრად. მხატვრები, ხელნაკეთი ნივთების ოსტატები, მუსიკოსები და, უბრალოდ, შემოქმედებითი ადამიანები მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ, რომ დაისვენონ, შექმნან და ესაუბრონ ერთმანეთს.

ფესტივალის პროგრამაში შედის: ქართველი და უცხოელი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა: სამკაული, სუვენირები, ხელოვნების ნიმუშები, აქსესუარები და მრავალი სხვა; კვებისა და განტვირთვის ზონა ურთიერთობისთვის (ხორცის გარეშე, მსუბუქი ალკოჰოლი და ღვინო 18:00-ის შემდეგ); ნიჭიერი ფოტოგრაფებისა და მხატვრების გამოფენა; უფასო მასტერ-კლასები უფროსებისთვის: ხატვა, ვოკალი, ცეკვები, იოგა, სოციალურ ქსელებში დაწიანურება; უფასო მასტერ-კლასები ბავშვებისთვის: თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრი, ხელოვნების სხვადასხვა სახეობა. პარასკევს და შაბათს მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს გაართობენ Globe International School Batumi-ს ანიმატორები; მერაბ ნაკაშიძის ცხოველთა არაკომერციული თავშესაფრის დახმარების მოედანი, რომელზეც შესაძლებელი იქნება შემოწირულობის დატოვება ან იქიდან შინაური ცხოველის წამოყვანა; სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და უფროსების დახმარების მოედანი, რომელიც ორგანიზებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის, მამა იოანეს ასოციაციის მიერ; საღამოობით ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების კონცერტები და ცეცხლოვანი შოუ; პარტნიორებისა და მონაწილეებისათვის After-party ბარში „ადგილი მზისქვეშ“.

ღონისძიებაზე შესვლა და მონაწილეობა უფასოა. ღონისძიების სრული პროგრამის ნახვა შესაძლებელია გვერდზე: https://www.facebook.com/arganiartfest.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები