პოლიტიკა

არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს კიდევ ერთი პარტია შეემატება

16.06.16 17:35


2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ახალი პოლიტიკური ძალა „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ გეგმავს. პარტია ახლახანს დაფუძნდა და მასში საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტიკური სახეებიდან, ჯერჯერობით, არავინ გაწევრიანებულა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დამფუძნებლებში ცნობილი სახეები არ ყოფილიყო, რადგან საზოგადოება უკვე დაიღალა „კარუსელში“ მოტრიალე პოლიტიკოსებისგან", — განუცხადა Sputnik-ს პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, იურისტმა ლაშა სტურუამ.

მისი თქმით, პარტიის პროგრამაში ძირითადი აქცენტი სოციალურ საკითხებზე გაკეთება.

„ჩვენ ილუზიებით არ ვიკვებებით და არც მოკლევადიან შედეგებზე ვართ ორიენტირებული, ამიტომ მიგვაჩნია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩვენთვის ერთგვარი პოლიტიკური ნათლობა იქნება", — თვლის ლაშა სტურუა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყო.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) იმ 34 პარტიიდან, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადები უკვე შეიტანეს, ჯერ მხოლოდ 9 პარტია დაარეგისტრირა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყო.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ და უკვე დარეგისტრირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“ და ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძაობა“.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიც“. მისი ლიდერები არიან დავით თარხან–მოურავი და ირმა ინაშვილი.
რეგისტრაცია ცესკოში ასევე გაიარეს პარტიებმა: „სახალხო ხელისუფლება“ (ლიდერი – ზურაბ კობიაშვილი); „საქართველო მშვიდობისათვის“ (დავით თევზაძე); „სამართლიანობის აღდგენის კავშირი. ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ (მიხეილ (გელა) სალუაშვილი); „საქართველოს კომუნისტური პარტია“ (ივანე წიკლაური) და „საქართველო“ (გიორგი ლილუაშვილი).

მმართველი კოალიციის წამყვან პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ცესკოში რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლია. პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავთ, რეგისტრაცია არჩევნებამდე 57 დღით ადრე შეუძლიათ.

პარტიებმა 15 აგვისტომდე ცესკოში უნდა წარადგინონ 25 ათასი ამომრჩევლის სია. თუ პარტიას ადგილობრივ თვითმმართველობაში წარმომადგენელი ჰყავს, მან მხოლოდ 1 000 ამომრჩევლის სია უნდა წარადგინოს.

ცესკო ვალდებულია ყველა პარტიის რეგისტრაცია არჩევნებამდე 30 დღით ადრე დაასრულოს და პარტიების საბოლოო სია საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები