საზოგადოება

ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი წყლიდან ამოიყვანეს

28.08.17 16:20


საჰაერო აპარატს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ, რათა ჩამოვარდნის მიზეზები და ასევე სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა დადგინდეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი-8“, რომელიც ბორჯომის ტყის ხანძრის ლიკვიდაციაზე მუშაობისას ჩამოვარდა რეზერვუარის ავსებისას, წყლიდან ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საჰაერო აპარატს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ, რათა ჩამოვარდნის მიზეზები და ასევე სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა დადგინდეს.

აღსანიშნავია, რომ წყლის დონის დასაწევად სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ვერტმფრენის წყლიდან ამოღებას ადგილზე თვალს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ადევნებდა. მისი თქმით, წყალი მთლიანად გაიწმინდა, რათა საწვავით მდინარის დაბინძურება არ მომხდარიყო.

ამ წუთებში ბორჯომის წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის პილოტების დაკითხვა მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული.

ჯერჯერობით უცნობია, ამოიღეს თუ არა პილოტისა და მართვის ცენტრის ჩანაწერები.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები