საზოგადოება

39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა - მაია მიმინოშვილი

28.08.17 16:50


გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა. მისი თქმით, 363 აბიტურიენტმა გამოცდების ბარიერი გადალახა, მაგრამ ვერსად ჩაირიცხა.

"სტატისტიკური მონაცემების თვალსაზრისით კარგი მდგომაოერობაა და კმაყოფილი ვარ. წელს 100%-იანი გრანტი 1008 აბიტურიენტმა მიიღო, 70%-იანი კი 1457-მა,"- განაცხადა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ე.წ უფასო ფაკულტეტებზე სულ 4051 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები