პოლიტიკა

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება

16.06.16 17:55


რუსული მხარის მოლოდინით, ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კიდევ უფრო მწვავე იქნება, იუწყება „РИА Новости“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, გრიგორი კარასინზე დაყრდნობით.

მისი თქმით, 37–ე რაუნდზე დაგეგმილია ძალის გამოყენებაზე ერთობლივი განცხადებების თაობაზე ახალი წინადადებების განხილვა.

კარასინი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ჯერ არ წარუდგენია ამ თემასთან დაკავშირებით წინადადებები და იმედოვნებს, რომ ეს უახლოეს კვირებში მოხდება.
ჟენევის დისკუსიების 37–ე რაუნდი 4–5 ოქტომბერსაა დანიშნული.

შეგახსენებთ: ჟენევაში გუშინ დასრულებული 36–ე რაუნდის განსახილველი თემები იყო: ცხინვალის რეგიონში ეკლიანი მავთულების გავლებისა და „საზღვრის“ აღმნიშვნელი ახალი ბანერების დამონტაჟების საკითხი სოფელ ავლევში, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაში გამოიხატება, გიგა ოთხოზორიას მკვლელი „მესაზღვრის“ დაპატიმრება და საქართველოსთვის გადმოცემა.

გარდა ამისა, ოფიციალური თბილისი ასევე ითხოვდა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას საკუთარ სახლებში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები