საზოგადოება

ბათუმის მეხუთე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – BATUMI Music Fest გაიმართება

28.08.17 17:15


2-8 სექტემბერს, ბათუმის მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI Music Fest გაიმართება. ბათუმს ესტუმრებიან მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები და 7 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქს მოეფინება კლასიკური მუსიკის ჰანგები.

როგორც „კვირას“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ფესტივალს ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ ატარებს და იუნესკოს მაღალი პატრონაჟით პირველად ტარდება.

ფესტივალის პროგრამა და სიახლეები იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნო.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს ეფექტურად აამაღლებს. ფესტივალში მუსიკოსები საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მონაწილეობენ. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ფინანსდება ფესტივალის მიერ. 7 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემიები.

დაგეგმილია ასევე, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად, მუსიკალური არტბანაკის შექმნა ფესტივალის ფარგლებში. ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრია.

ფესტივალი ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში შემდეგი განრიგით ჩატარდება:
2 სექტემბერი, 19:00 საათი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინდონიური ორკესტრი.
3 სექტემბერი, 19:00 საათი – ლისტის კამერული ორკესტრი.
4 სექტემბერი, 19:00 საათი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინდონიური ორკესტრი.
5 სექტემბერი, 19:00 საათი – ქართული ფოლკლორის საღამო.
6 სექტემბერი, 18:00 საათი – იტალიის საელჩოს მაღალი პატრონაჟით.
7 სექტემბერი, 19:00 საათი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სინდონიური ორკესტრი.
8 სექტემბერი, 19:00 საათი – საერთაშორისო ფონდ SOS Talents-ის გალაკონცერტი.

წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები