საზოგადოება

დიმიტრი ქუმსიშვილი - საბედნიეროდ, არც ერთი მფრინავი არ არის დაშავებული, ისინი ნამდვილად გმირები არიან

28.08.17 18:00


საბედნიეროდ, არც ერთი მფრინავი არ არის დაშავებული და ეს მფრინავები არიან ნამდვილად გმირები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბორჯომში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მფრინავები არიან ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობდნენ.

“რაც შეეხება ვერტმფრენის ჩამოვარდნას, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. საბედნიეროდ, არც ერთი მფრინავი არ არის დაშავებული და ეს მფრინავები არიან ნამდვილად გმირები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობდნენ ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ხანდახან ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები, თუმცა ყველაფერი კარგად იქნება”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველომ დახმარების თხოვნით მიმართა რუსეთს, ქუმსიშვილის თქმით, ამაზე ზურაბ აბაშიძემ ვრცელი განცხადება დააკეთა და “საკომენტარო არაფერია”.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები