საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილი, ტეხასის შტატში მომხდარი სტიქიის გამო, ამერიკელებს თანადგომას უცხადებს

28.08.17 20:25


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში, ტეხასის შტატში მომხდარ სტიქიას ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

გიორგი კვირიკაშვილი მძიმე წუთებში ამერიკელ ხალხს თანადგომას უცხადებს.

აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონს ბოლო 12 წლის განმავლობაში ერთ-ერთმა ყველაზე მძლავრმა ქარიშხალმა „ჰარვიმ“ გადაუარა. ქალაქში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ქალაქ ჰიუსტონის მერის, სილვესტერ ტერნერის თქმით, ძლიერი წვიმების გამო, წყალი ქალაქის მასშტაბით გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, სტიქიას უკვე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარიშხლით გამოწვეული ძლიერი წვიმები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ამ მომენტისთვის, ევაკუაციის თხოვნით უკვე ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა საგანგებო სიტუაციების სამსახურებს. ორი საცხოვრებელი კომპლექსი მთლიანად იყო ევაკუირებული.

წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები