საზოგადოება

შს მინისტრი ახალციხეში მიემგზავრება

29.08.17 14:15


შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ახალციხეში მიემგზავრება, სადაც სოფელ სვირის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესს ადგილზე დააკვირდება. დილიდან ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში შსს-ს სასაზღრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც ხანძრის გარკვეულ კერებთან მუშაობს. რთული რელიეფის გამო მძიმე ტექნიკა ხანძრის ძირითად კერასთან მიყვანა ვერ ხერხდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ვერტმფრენის გარდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალი ძალაც მონაწილეობს. უწყების ცნობით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი.

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძარი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები