საზოგადოება

ახალციხის გამგებლის ინფორმაციით, სოფელ სვირის მიმდებარედ ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული

29.08.17 14:30


ახალციხის რაიონის სოფელ სვირის მიმდებარედ ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალციხის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ განუცხადა, ხანძრის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. მისივე ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ მოშორებითაა.

„მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შსს-ს სპეციალური სამსახურები. დილიდან ვერტმფრენმაც დაიწყო მუშაობა. ღამის განმავლობაში მოვაწყვეთ მისთვის წყლის ასაღები რეზერვუარი. გავრცელების არეალი დიდი არ არის. დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ მოშორებითაა ხანძარი. ფერდობზე ცოტა მიუვალი ადგილია, თუმცა ცოცხალი ძალა პრაქტიკულად უკვე შესულია ტყეში და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება“, - განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები