საზოგადოება

ანაკლიაში „სკვერის ბიბლიოთეკა“ გაიხსნება

30.08.17 17:00


1-ელ სექტემბერს, ანაკლიის ბულვარში, „სკვერის ბიბლიოთეკა“ გაიხსნება. როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, სკვერში მინი ბიბლიოთეკა ე.წ. „წიგნის ბუდე“ დაიდგმება და ნებისმიერი მსურველი ისარგებლებს.

„მოქალაქეებს შეუძლიათ, მათთვის სასურველი წიგნი ბიბლიოთეკიდან წაიღონ, წაიკითხონ და შემდეგ უკან დააბრუნონ, სურვილის შემთხვევაში კი ახალი წიგნი დატოვონ. ამგვარი მოდელი მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებშია გავრცელებული“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

მინიბიბლიოთეკის დიზაინი სიმბოლურია და მას კარვის ფორმა აქვს. ასეთი კარვის ფორმის ბიბლიოთეკები სხვა საზღვრისპირა სოფლებშიც განთავსდება. კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნიქოზსა და დიცშია დაგეგმილი.

„ეკვილიბრიუმმა“ საქართველოს არაერთ ქალაქში განათავსა მსგავსი მინიბიბლიოთეკები. ამჟამად კი პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. კერძოდ, დაარსდება „სკვერის ბიბლიოთეკები“, სადაც დისკუსიები და სამოქალაქო აქტივობები გაიმართება და იგი ერთგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე იქნება.

„სკვერის ბიბლიოთეკები“ მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ანაკლიის განვითარების კოსორციუმის დაფინანსებით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს საზღვრისპირა სოფლებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და კულტურულ-საგანმანათებლო სივრცეების შექმნას.

პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, სამშენებლო კომპანიების „ნოვას“ და „ციტადელის“ მხარდაჭერით ხორციელდება“.

წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები