ანალიტიკა

აფხაზებს ჯავახკელი სომეხი ბოევიკები განადგურებით ემუქრებიან

04.09.17 15:15


არსებობს „დიპლომატიური მუქარის“ ცნება. იგი მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს რაღაც ძალა, რომლის შესახებაც ცნობილია, რომ იგი შეიარაღებულია და მეტად საშიშია და რომელიც ოფიციალურ „მიმართვას“ ავრცელებს, სადაც მოუწოდებს „გამოფხიზლებისაკენ“, «არ აჰყვნენ პროვოკაციებს და არ დაუშვას სისხლისღვრა», ეს კი ამგვარად უნდა იქნას აღქმული: «არც იფიქროთ იმის გაკეთება, რასაც ფიქრობთ – წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს სისხლს დავღვრით».

ანუ, ფაქტობრივად, ეს ულტიმატუმია, თანაც მკაცრი ულტიმატუმი. სწორედ ამგვარი ულტიმატუმი მიიღო სულ ცოტა ხნის წინ აფხაზმა ერმა. თანაც მან ეს ულტიმატუმი იმ ძალებისაგან მიიღო, რომელსაც თითქოს არავითარი კავშირი არა აქვს აფხაზეთთან – ვიღაც «რუსეთის ჯავახკური დიასპორისაგან». ჩვენ შევეცდებით გავაანალიზოთ, თუ რატომ განვითარდა მოვლენები ამგვარად.

აფხაზეთმა დამოუკიდებლობის ის მცირე ნაწილიც დაკარგა, რაც მას ჰქონდა. ახლა ტერიტორიას რეალურად რუსეთი აკონტროლებს, რომელიც ისე იცავს არაღიარებული რესპუბლიკის “დამოუკიდებლობას” და “უსაფრთხოებას”, რომ თავად აფხაზებს უკვე არავინ არაფერს ეკითხება. კრიზისიდან გამოსასვლელად აფხაზურმა ოპოზიციამ საერთო კრების ჩატარება გამოაცხადა, რომელზეც, სავარაუდოდ, დეფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯიმბას გადაყენების საკითხი იქნება დაყენებული.

ამასთანავე, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ რუსეთი აფხაზებს ხელისუფლების და მოსკოვიდან დასმული პირის შეცვლის უფლებას არ მისცემს. ამასთანავე, პირდაპირ კრემლი „მეგობრულ აფხაზ” ხალხს არ დაემუქრება და ეს „შავი სამუშაო” კიდევ ერთ ეთნიკურ ჯგუფს დაავალა, რომელსაც ასევე აქვს აფხაზურ მიწაზე პრეტენზია, მაგრამ რუსებისგან განსხვავებით, „სომხები სუსტს არ ინდობენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ. თუმცა აქაც არის გარკვეული პრობლემები, საქმე ისაა, რომ აფხაზეთში მცხოვრები ყველა სომეხი აფხაზებს ნამდვილად არ აღიქვამს საკუთარ მტრებად, თანაც მათ აქ გასამხედროებული „ბოევიკების“ სტრუქტურები არა აქვთ. ამიტომ საჭიროა „სხვა“ სომხების მოძიება. ამისთვის კრემლმა ჯავახეთის “ბოევიკები” შეარჩია. აფხაზეთის გასომხების ამ მსურველებისგან აფხაზებს შეწყალება ნამდვილად არ ელით.

სწორედ ამიტომ „რუსეთის ჯავახეთის დიასპორამ” აფხაზებს ულტიმატუმი წაუყენა. გთავაზობთ მის ტექსტს:

« „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ მიმართვა აფხაზი ხალხისადმი“

„ძმებო აფხაზებო! მოგიწოდებთ არ აჰყვეთ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ოპოზიციის პროვოკაციებს. „ამცახარა“ პირდაპირ ფინანსდება დიდი ბრიტანეთიდან, რომელსაც კოლონიების აღდგენა სურს. ბრიტანულ სპეცსამსახურებს, ქართველ პოლიტ ტექნოლოგებთან ერთად, სურთ აფხაზეთში ძმათამკვლელი ომის გაჩაღება და იქ თბილისის მარიონეტული მთავრობის დანიშვნა. ცდილობს, წაგართვათ მიწა, რომელიც თქვენ სისხლის ფასად მოიპოვეთ.

ამჟამად დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები, ნებისმიერი მეთოდებით, აფხაზეთის ხელისუფლების დამხობას აპირებენ. ნამდვილი პატრიოტები კი, გარკვეული ფინანსური მოგების გულისთვის, საკუთარი სახელმწიფოს დანგრევას არასოდეს დათანხმდებიან. გახსოვდეთ ფასი, რომელიც თქვენ დამოუკიდებლობაში გადაიხადეთ“, – წერს რუსეთის ჯავახეთის დიასპორა.»

აღსანიშნავია, რომ «რუსეთის ჯავახკური დიასპორა» აფხაზებს აშინებს «მარიონეტული მთავრობით, რომელსაც საქართველო აკონტროლებს». შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთი, ანუ სომხური ტერმინოლოგიის თანახმად „ჯავახკი“, საქართველოს ნაწილია. გამოდის, რომ «ჯავახკელი» სომხები უკვე არ თვლიან ამ ტერიტორიას საქართველოს ნაწილად?

ჯერჯერობით «ჯავახკური დიასპორა» აფხაზეთთან მიმართებაში იყენებს გამოთქმებს «თქვენს მიწას» და «თქვენი აყვავებული მხარე». ისმის კითხვა: საერთოდ რა ესაქმებათ «ჯავახკელ» სომხებს სხვის მიწაზე? თუკი აფხაზებს სურთ, რომ მიუერთდნენ საქართველოს, რატომ უნდა აღელვებდეს ეს სომხებს?

ეს «თქვენი მიწა» თუ საქართველოს დაუბრუნდება – რითაც «ჯავახკის დიასპორა» აფხაზებს აშინებს, პირიქით, მეტ სარგებელს მოუტანს «ჯავახკელ» სომხებს, ვინაიდან ისინი შეძლებენ სამცხე-ჯავახეთიდან არა მხოლოდ ბათუმსა და ქობულეთში წავიდნენ დასასვენებლად, არამედ ასევე აფხაზეთში. ამის ახსნა მხოლოდ ერთი რამით შეიძლება - მათ აფხაზეთის მიწაზე სტუმრობა კი არა, მასპინძლობა სურთ.

აფხაზ პატრიოტებს მართებთ სერიოზულად მოეპყრან „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ ულტიმატუმს. ის, ვინც ფიქრობს, რომ «მშვიდობიანი» ორგანიზაცია, რომელიც სამცხე-ჯავახეთელი სომხების რუსეთში კეთილმოწყობის „კულტურული“ და „სოციალური“ საკითხებით იყო და არის დაკავებული, ძალიან ცდებიან. რეალურად, ეს სეპარატისტულ-ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში ამზადებდა ბოევიკებსა და დივერსანტებს სამცხე-ჯავახეთში სეპარატისტული აჯანყების დასაწყებად.

ჯერჯერობით ამ აჯანყების გაღვივება ვერ ხერხდება, მაგრამ იმისათვის, რომ სომეხ ტერორისტებსა და ბოევიკებს, რომლებიც „ჯავახკში“ ყარაბაღის სცენარით ომის წამოწყებას აპირებენ, იარაღი არ დაუჟანგდეთ და საბრძოლო უნარ-ჩვევები არ დაუჩლუნგდეს, სომხურმა ლობიმ გადაწყვიტა უკვე მზა ტერორისტული სტრუქტურა აამოქმედოს აფხაზეთში ეთნიკური წმენდის განსახორციელებლად, იმისათვის, რომ ეს ტერიტორია საბოლოოდ „სომხური“ გახდეს.




KavkazPlus

წაკითხულია : 37450


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები