პოლიტიკა

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია საარჩევნო გარემოს შეაფასებს

17.06.16 14:55


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაცია დღეს საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისიდან აცნობეს, ანგარიშის პრეზენტაცია მედიისთვის დღეს, 12:00 საათზე სასტუმროში „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.

NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაციას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 766


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები