საზოგადოება

აჭარაში რქოსან მსხვილფეხა პირუტყვს საშიში ვირუსი გაუჩნდა

11.09.17 18:35


სპეციალისტებმა აჭარის სამ რაიონში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნოდულარული დერმატიტით დაავადების შემთხვევები გამოავლინეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

პირველი შემთხვევები ხულოს რაიონში გამოავლინეს. რამდენიმე დღეში კი დაავადება, რომელიც საშიშ ვირუსულ პათოლოგიებს განეკუთვნება, შუახევსა და ქედაში გამოჩნდა.


საქართველოში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ნოდულარული დერმატიტის ვირუსი 2016 წლის ბოლოს კახეთში დაფიქსირდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის საკმარისი რესურსი არსებობს.

ნოდურალური დერმატიტით ავადდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ის არ გადადის ადამიანზე. დაავადება გადააქვს მწერებს, ამიტომ დაავადება სწრაფად ვრცელდება. დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს ფრინველიც.

ნოდურალური დერმატიტი ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ყალიბდება კანქვეშა კვანძები, საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. დაავადებული ცხოველი იკლებს წონაში, წყვეტს წველადობას და ა. შ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები